logo
ENG



თალაკვაძე: ივანიშვილი ლეგიტიმურადაა ჩართული პოლიტიკაში, როგორც ევროპაშია

03 ივლ 202015:43
3 წუთის საკითხავი
clock 409
j5xo6qpg68tq8qm.jpg

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილზე კითხვის პასუხად, განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

თალაკვაძის თქმით, ასევე არიან ჩართული ევროპაში მმართველი პარტიების თავმჯდომარეები.

„საქართველოს აქვს დემოკრატიული მმართველობის სისტემა და ქვეყანას მართავენ ინსტიტუტები და ის საჯარო პოლიტიკური პირები, ვინც თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში იმყოფებიან.

რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილსბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ისევე როგორც ევროპაში, მაგალითად, სხვა მმართველი პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეები. ასე რომ, აქ შეგვიძლია ჩვენ პირდაპირ ვთქვათ, რომ ოპოზიცია და განსაკუთრებით ძველი ოპოზიცია, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა, ცდილობს მუდმივ სპეკულირებას, წარსულში ამბობენ რატომ მონაწილეობს, დღეს ამბობენ, რატომ არ მონაწილეობს და ამას ჩვენ ვპასუხობთ საქმით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

„შეერთებული შტატები გვერდში უნდა დაუდგეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში"- ამ სათაურით წერილი გამოცემა „ჰილში" რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა გამოაქვეყნა.

კონგრესმენი წერს, რომ პუტინის მოკავშირე ივანიშვილისთვის ძალაუფლების კონსოლიდაცია და კონტროლი მხოლოდ საქართველოს მთავრობით არ შემოიფარგლება და ის აქტიურად მუშაობს ქვეყნიდან ამერიკული კომპანიების გასაძევებლად. მაგალითად მარკუეინ მალინს მოჰყავს „ფრონტერა" და სხვა ამერიკული კომპანიები, რომელთა საკუთრების მიტაცებასაც, მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს.


close დახურვა