ხელისუფლება არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვსი მზად არის - განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მმართელი გუნდის მთავარი ამოცანა 2024 წლის არჩევნებზე დემოკრატიული გადასვლის უზრუნველჰყოფა.
"ნებისმიერი ფორმატი, სადაც მხარეების შეხვედრა მოხდება და შესაძლებელი იქნება არგუმენტების გაცვლა და შეთანხმების მიღწევა, არის სასურველი, ამიტომ ხელისუფლების მხრიდან სრული მზადყოფნაა ფორმატთან დაკავშირებით. მთავარია ამ შეხვედრას დაესწრონ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც რათა მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი მათთვისაც იყოს ცნობილი.
"ჩვენთვის მიუღებელია მანდატებით ვაჭრობა, მიუღებელია საზოგადოების ინტერესებით ვაჭრობა, მთავარი ამოცანაა, რომ 2020 წელს ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც უზრუნველჰყოფს დემოკრატიულ გადასვლას 2024 წელს სრულად პროპორციულ არჩევნებზე. ამისათვის ჩვენ ვითვალისწინებთ მთავარ პრინციპს და მთავარ მოთხოვნას, რაც ჰქონდა ოპოზიციას, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა ეს გადაწყვეტილება უკან წაიღო და შეამცირა",-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.