პარლამენტის თავმჯფომარე არჩილ თალაკვაძე დეპუტატ სოფიო კილაძესთან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა. საუბარია კილაძის ბრალდებაძე მისი ქმრის მიერ ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო ნებისმიერ ძალადობის მსხვერპლ ქალს მხრდაჭერას უცხადებს.
"საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერი ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, ვუცხადებთ მხარდაჭერას. ხელისუფლება ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ დიდი ნაბიჯებს დგამს და ამ რეფორმებში სოფო კილაძე პირდაპირ იყო ჩართული შესაბამისად, მოიქცა ისე როგორც ნებისმიერი თანამედროვე ქალი მოიქცეოდა - მიმართა სახელმწიფო სტრუქტურებსს და მიიღო ის მხარდაჭერა, რასაც ასეთ დროს კანონმდებლობა განსაზღვრავს",- განმარტაა თალაკავაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ადამინის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო და ამის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა.