logo
ENG



თალიბანი "საყოველთაო ამნისტიას" აცხადებს და ამტკიცებს, რომ ქალები მთავრობაში იმუშავებენ

17 აგვ 202114:25
3 წუთის საკითხავი
 
AFP

თალიბანი სახელმწიფო მოხელეებისთვის "საყოველთაო ამნისტიას" აცხადებს და მოუწოდებს მათ, სამუშაოს დაუბრუნდნენ.

თალიბანის კომისიის წევრი კულტურის საკითხებში ემანლაჰ სამანგანი ამტკიცებენ, რომ ამნისტიის ფარგლებში სახელმწიფო მოხელე ქალები შეძლებენ სამუშაოს დაუბრუნდნენ.

"შარიათის კანონების თანახმად, ისინი [ქალები] უნდა იყვნენ მმართველი სისტემის ნაწილი", - ციტირებს სამანგანის AFP.

"ახალი მთავრობის სტრუქტურა ჯერ ბოლომდე ნათელი არაა, მაგრამ უნდა იყოს სრულად ისლამური ყველა მხარის მონაწილეობით", - განაცხადა მან.

თალიბანის მიერ ავღანეთის ტერიტორიების დაკავებისა და ქაბულის აღების შემდეგ ბევრი ადგილობრივი, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებსა და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ორგანიზაციაში მუშაობდა, რეპრესიების მოლოდინშია.

ჯერჯერობით უცნობია, რა დგას თალიბანის განცხადების უკან. ბოლო თვეების განმავლობაში პროვინციების დაკავების პარალელურად, თალიბებმა გოგოებისთვის ათობითსკოლა დაკეტეს და წაართვეს ქალებს ის უფლებები, რომლითაც ისინი ბოლო 20 წლის განმავლობაში სარგებლობდნენ.


close დახურვა