logo
ENG



თალიბებმა და ავღანეთის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 3-დღიანი ზავი დადეს

24 მაი 202018:00
3 წუთის საკითხავი
 

ურაზა-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით თალიბებმა და ავღანეთის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს. ზავი დღეიდან ამოქმედდება და  სამი დღის განმავლობაში დარჩება ძალაში.

შეთანხმებას მხარეებმა ბოლო კვირების განმავლობაში სამთავრობო ძალების წინააღმდეგ გახშირებული თავდასხმების ფონზე მიაღწიეს.

ავღანეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჯარისკაცები ზავის პირობებს სრულად დაიცავენ. სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყნის ლიდერმა თალიბი პატიმრების გათავისუფლების პროცესის დაჩქარების პირობაც დადო.

კონფლიქტის დაწყებიდან ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც თალიბები ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდნენ.


close დახურვა