თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში კიდევ ერთი, ახალი ფიგურანტი, მიშო იაკობიძე ჩნდება. მას ამავე საქმეში ახლადგამოჩენილი ბაჩანა ლობჟანიძე ასახელებს, რომელიც თავის თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულად მოიხსენიებს.
ბაჩანა ლობჟანიძე ამტკიცებს, რომ იაკობიძე გარდაცვლილ პროგრამისტს კარგად იცნობდა და მასთან ხშირი მიმოწერაც ჰქონდა. ლობჟანიძე ასევე ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების შემდეგ იაკობიძე მის ძებნაში დამოუკიდებლად იყო ჩართული.
ის დღეს საგამოძიებო უწყებაში კიდევ ერთხელ იყო მისული. როგორც თავად განმარტავდა, გამოძიებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სურდა, თუმცა უწყებაში არ შეუშვეს. ლობჟანიძე მოითხოვს, რომ საგამოძიებო უწყება მიშო იაკობიძით დაინტერესდეს.