logo
ENG



თამარ კორძაია: საპატრიარქო საკუთარი ძალაუფლებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი

31 ოქტ 201917:31
3 წუთის საკითხავი
 
94i03nip27ob362.png

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლის თამარ კორძაიას განცხადებით, საპატრიარქო საკუთარი ძალაუფლებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. მისივე განცხადებით, ეკლესიამ დღეს განკვეთა ადამიანი, რომელმაც რელიგიურ მორალზე დაიწყო საუბარი და დატოვა ისეთი ადამიანი, რომელიც მზად არის კანონდარღვევაზე წავიდეს. 

„ჩვენ დავინახეთ, რომ ეკლესიამ დღეს განკვეთა ადამიანი, რომელმაც რელიგიურ მორალზე დაიწყო საუბარი და დატოვა ისეთი ადამიანი, რომელიც მზად არის კანონდარღვევაზე წავიდეს. ნათელია მგონი პასუხი ამასთან დაკავშირებით. ის რომ საპატრიარქო საკუთარი ძალაუფლებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი ეს დღეს ნათლად გამოჩნდა,“ - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრე ეპისკოპოსობიდან განკვეთეს. ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრემ განაცხადა, რომ ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება და კონკრეტული მიზეზი დაასახელა: „მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტის მხილება.“

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას მეუფე იაკობის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მეუფემ სინოდის სხდომაზე შენდობა ითხოვა და მას მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა. 

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართა. მღვდელმთავრები საკითხებს დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში განიხილავდნენ.

 


close დახურვა