logo
ENG



თამარ კორძაია მანდატის გაუქმებაზე უარს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

15 თებ 202111:20
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი მანდატის გაუქმებაზე პარლამენტის უარს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. მას სარჩელი ამ წუთებში შეაქვს. 

"საკონსტიტიციო სარჩელით მაინც თუ შევძლებ, ვაიძულო ქართული ოცნება, აღასრულოს ჩემი თავისუფალი ნება და გამიუქმოს მანდატი", - წერს კორძაია.

რესპუბლიკურმა პარტიამ გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას სიით პარლამენტში ორი მანდატი მოიტოვა. 

ოპოზიციის დიდი ნაწილი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება, მათ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა ქართულმა ოცნებამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ოპოზიციიდან პარლამენტში ამ დროისთვის პატრიოტთა ალიანსიის სიით გასული 4 და მოქალაქეების 2 წევრია შესული. 


close დახურვა