თათა თოდაძე 12 საათზე დიღომში სამმართველოში არის დაბარებული, მისი მთავარი მოთხოვნა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაა. „მე არ შევწყვეტ ამ ბრძოლას, ვიბრძოლებ ბოლომდე. მე მაქვს ყველა არგუმენტი და მტკიცებულება. მთავარი მოთხოვნა არის, რომ კანონის სრული დაცვით მოხდეს ყველაფერ და იზეიმოს სამართალმა. მე ამ დრომდე არ მაქვს დაზარალებულის სტატუსი", - განაცხადა თოდაძემ.
მისი თქმით, ჯიშკარიანის მეგობარმა თოდაძის დედას მოლაპარაკებები შესთავაზა, რომ ეს საქმე არ გასაჯაროებულიყო.
"მამუკა ფეიქრივილი შეხვდა ჯიშკარიანს, შემდეგ ჯიშკარიანის შვილმა გაიყვანა გვერდით და უთხრა, რომ იქნებ ეს საქმე ისე მოვაგვაროთ, რომ არ გახდეს საჯაროო, ამის შემდეგ ის შეხვდა დედაჩემს და შესთავაზა მოლაპარაკება", - განაცხადა თოდაძემ.