logo
ENG



თამთა თოდაძის ადვოკატი პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს

13 ოქტ 201917:06
3 წუთის საკითხავი
 
pbqz89kk6t3dg1x.jpg

თამთა თოდაძის ადვოკატი პროკურატურას განცხადებით მიმართავს და მოითხოვს, დაიკითხონ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც პირველები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. როგორც თამუნა ლუკავა ამბობს, საქმეში უკვე არსებობს სასწრაფო დახმარების ექიმების ჩვენებები. მედიკოსები ადასტურებენ, რომ შემთხვევის შემდეგ თამთა თოდაძეს ნამდვილად აღენიშნებოდა სხეულზე დაზიანებები.

საქმეში ექიმების დასკვნის არსებობას უარყოფს ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილის თქმით, თამთა თოდაძის ქმედებები პოლიტიკური მიზნებითაა განპირობებული და კარიერის აწყობის სურვილს ემსახურება.

„ჩვენ გვყავს მოწმე, თამთა თოდაძის მეგობარი, რომელიც შემთხვევამდე შეხვდა მას. როგორც მისი მეგობარი გვიამბობს, თამთას მოლაპარაკებები ჰქონდა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან, მათ შორის საპარალამენტოსთან. თამთა თოდაძე საკმაოდ გახარებული იყო შესაძლო ცვლილებებით. როგორც ჩანს, მას ამ ქმედებებით პოპულარობის მოპოვება უნდა“ - აცხადებს კუბლაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ თამთა თოდაძე ყოფილ უფროსსა და საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.   


close დახურვა