logo
ENG



თამლიანის ადვოკატი: ფორმალური საფუძველიც აღარ არსებობს, რომ ის პატიმრობაში დარჩეს

10 მარ 202009:38
3 წუთის საკითხავი
 

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის ადვოკატი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დატოვების სამართებლივი საფუძველი აღარ არსებობს.

იოსელიანის თქმით, სასამართლო პროცესზე მოწმეთა დაკითხვა უნდა დასრულდეს, რის შემდეგადაც დაცვის მხარე თამლიანის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.  

„დღეს ბრალდების მოწმეთა დაკითხვა, სავარაუდოდ, უნდა დასრულდეს. რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება საფუძველი დავაყენოთ შუამდგმლობა ბესიკ თამლიანის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ჩენ მოვითხოვთ, რომ პატიმრობა შეიცვალოს ნაკლებად მძიმე ღონისძიებით ან საერთოდ დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე. მოლოდინი პოზიტიური გვაქვს. ფორმალური საფუძველიც აღარ არსებობს, რომ ის პატიმრობაში დარჩეს“, - განაცხადა უფლებადამცველმა.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ბესიკ თამლიანს გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თამლიანმა, მასთან ერთად დაკავებული სამი პირისგან განსხვავებით საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა და ის კვლავ პატიმრობაში რჩება.


close დახურვა