logo
ENG



თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 00:00 საათამდე მოემსახურებიან

01 ივნ 202013:31
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები მოქალაქეებს დილის 09:00 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურებიან. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

წულუკიანის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ მოქალაქეები სერვისების მიღებას სამუშაო საათებში ვერ ასწრებენ. გარდა ამისა, მინისტრმა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული სერვისი პანდემიის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდეს, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეების მხრიდან მოწონებას დაიმსახურებს.

ვიცე-პრემიერმა აგრეთვე სანოტარო ბიუროებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით 45 სანოტარო ბიურომ მუშაობა უკვე განაახლა, ხოლო თბილისს ხვალიდან კიდევ 8 ბიურო შეემატება. 

"საქართველოს მასშტაბით სანოტარო ბიუროები ეტაპობრივად იხსნება, ჩვენ დღეს დილით საქართველოში უკვე გვაქვს 45 მოქმედი სანოტარო ბიურო, ხვალ თბილისში კიდევ 8 სანოტარო ბიურო აღდგება. გახსნის პროცესი გაგრზელდება. ყველა ის ბიურო, რომელიც ითანამშრომლებს იუსტიციის სამინისტროსთან, იმისთვის, რომ ყველა რეკომენდაცია იყოს დაცული, ისინი შეძლებენ მოკლე ვადაში მუშაობის დაწყებას. 

"გადავწყვიტეთ, რომ დღეიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები მოემსახურებიან მოქალაქეებს დილის 09:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე. სერვისის მისაღებად, კვლავ mygov.ge-ზე უნდა შევიდნენ და დაჯავშნონ ადგილი. ეს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, ვინაიდან სამსახურების გაიხსნა და ჯავშნის პირობებში ვერ ასწრებენ იუსტიციის სახლში მოხვედრას, ამ სერვისით ისარგებლონ სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც. იმუშავებენ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. დავაკვირდებით მოქალაქეების კმაყოფილების ხარისხს და თუკი იქნება ეს სერვისი მოთხოვნადი, პანდემიის დასრულების შემდეგ ვიფიქრებთ, რომ ეს სერვისი შევინარჩუნოთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.  


close დახურვა