logo
ENG



"არ ვიცი, მე არ მინახავს მისი ფაფის ჭამა" - სააკაშვილის ექიმი იუსტიციის მინისტრს პასუხობს

06 ნოე 202100:35
3 წუთის საკითხავი
 

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც სააკაშვილი სხვადასხვა სახის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს. 

ყიფშიძე ამბობს, რომ მას მსგავსი არაფერი უნახავს. 

"არ ვიცი, არ მინახავს მისი ფაფის ჭამა. არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს...ჰკითხეთ ბადრაგს, ციხის ექიმებს და ექთნებს, იქ ბევრი ხალხია, ყველგან კამერებია", - ნიკოლოს ყიფშიძე. 

აღსანიშნავია, რომ არ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა დაარწმუნოს იმაში, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში საკვებს მოიხმარს. გუშინ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიხემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში "ჭამს და ხვამს".

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 36-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.  მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც. 

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი 24 ოქტომბერს შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.


close დახურვა