თბილისის საქალაქო სასამართლომ აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა, გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, დააკმაყოფილა.
ამასთან, მოსამართლემ უგულავას მიერ საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება გააუქმა.
ცნობისთვის, თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გიგი უგულავასა და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ.