თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კონტროლის საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა. ეპიდემიოლოგები, ტრანზიტული რეისებით ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსზე ამოწმებენ. დღესვე ანალოგიური რეჟიმი ამოქმედდება ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებსა და სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზეც.
"შეგვიმოწმეს ტემპერატურა. ვფიქრობ, ამ დროისთვის საგანგაშო სიტუაცია არაა. ხალხს ჩვენი სპეციალისტები ჩინეთის დატოვებამდეც ამოწმებენ, რომ დარწმუნდნენ სხვა ქვეყნებს პრობლემა არ შეექმნას",-აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.