logo
ENG



თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა

11 ივლ 202411:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/11/0eldc8c5jaatqzo.jpg

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი წარმოდგენილი ნამუშევრების კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო ჩაიშალა.

უწყების ცნობით, კონკურსზე წარმოდგენილი იყო 27 ნამუშევარი, რომელიც საკონკურსო კომისიამ ანონიმურობის დაცვით განიხილა. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ნამუშევრების ნაწილი არათუ ჰგავდა, არამედ პირდაპირ იმეორებდა სახელმწიფო სიმბოლოებს, რაც დაუშვებელია ქალაქის სიმბოლიკისათვის.

"წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობა მხოლოდ ამა თუ იმ იდეის ვარიანტულ სხვადასხვაობას წარმოადგენდა. რიგ შემთხვევებში კი, არ იყო დაცული კავშირი გერბსა და დროშას შორის, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი პირველიდან უნდა მომდინარეობდეს.

გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტების ნაწილი არ ასოცირდებოდა თბილისთან, მის თვალსაჩინოებებთან ან ისტორიასთან, ხოლო ის ნიმუშები, რომლებიც ამგვარ იდეებს გამოხატავდა, დაწუნებული იქნა მხატვრული შესრულების კუთხით ან ჰერალდიკური გამოსახვის წესების დარღვევის გამო.

ვინაიდან საკონკურსო განაცხადებით წარმოდგენილი ნამუშევრებიდან ვერ შეირჩა გამარჯვებული ნიმუში, კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, საკონკურსო კომისიამ კი მიიღო გადაწყვეტილება ახალი კონკურსის გამოცხადების თაობაზე", - წერია განცხადებაში.

ნიმუშების ნახვა შეგიძლიათ აქ


close დახურვა