logo
ENG



თბილისის ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

07 აპრ 202013:10
3 წუთის საკითხავი
clock 10817
yi6umizz8236kb0.jpg

თემქაზე, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. Covid-19-ით არიან დაავადებული მისი დედა და ბაბუაც. სამივე მათგანი გუშინ გადაიყვანეს კლინიკებში, ვირუსი კი მათ დღეს დაუდასტურდათ. თავად სტიქაროსანი და მისი დედა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში იმყოფებიან, ბაბუა კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაზე ეკლესიის მსახურის ინფიცირების პირველი შემთხვევაა, აქამდე დაინფიცირების ფაქტი მხოლოდ ამერიკის ეპარქიაში იყო დაფიქსირებული. 


close დახურვა