logo
ENG



თბილისის ზღვაში ფეკალიები ჩაედინება

09 ოქტ 201920:11
3 წუთის საკითხავი
 
cal9o0txamwmojl.jpg

წყალსაცავი, რომელიც თბილისის მოსახლეობის წყალმომარაგების ერთ-ერთი წყაროა, ფეკალური მასებით, სულ მცირე, ერთი წელია ბინძურდება. ამდენივე ხანია, რაც ამ დაბინძურების შესახებ იციან თბილისის მერიაში, თუმცა, პრობლემა დედაქალაქის მთავრობამ რეაგირების გარეშე დატოვა. საკანალიზაციო მილების უკანონო დაერთებების გამოვლენა მერიამ მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც თავისუფლების მონიტორმა ჟურნალისუტური გამოძიება ჩაატარა.

მერიამ დუმილი მხოლოდ სტუდია „მონიტორის“ გამოძიების შემდეგ დააღვია და ზედამხედველობის სამსახურს საკანალიზაციო მილის პატრონის პოვნა დაავალა.

თბილისის ზღვა რომ ფეკალიებით ბინძურდება, გარემოს დაცვის სამინისტროს სექტემბრის კვლევაც ადასტურებს. წყალმომარაგების კომპანიაში კი ირწმუნებიან, რომ ფეკალიებს ფილტრავენ.

თბილისის ზღვა სასმელი წყლით თბილისის მოსახლეობის, სულ მცირე, 1/3-ს ამარაგებს. თუმცა, მაშინ, როცა სხვა ქსელი ზიანდება, ფეკალიებით დაბინძურებულ წყალს მთელი ქალაქი მოიხმარს. 

 


close დახურვა