თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფორმაცია „ფორმულას“ კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ინფიცირებულებს შორის არიან სატვირთო მანქანის მძღოლები.
დეტალებთან დაკავშირებით თბილისის ზღვის ჰოსპიტალში განცხადება 11:00 საათზე გაკეთდება.
ამ დროისთვის ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა 939-ს შეადგენს. აქედან ვირუსისგან სრულად განიკურნა 817 პაციენტი, 15 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3080 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 242.