logo
ENG



თბილისის მერია: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე უხვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოიშალა

07 მაი 202413:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/07/bbhv6rw6gs9humg.jpg

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, მიწის მასა ჩამოიშალა.

უწყების ცნობით, მიზეზი უხვი ნალექია, რომელმაც თბილისის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა.  

"შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს 18:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა