logo
ENG



თბილისის მერიის დასფუთავების სამსახურის თანამშრომლები საჭირო ატრიბუტიკის გარეშე მუშაობენ

02 აპრ 202020:32
3 წუთის საკითხავი
clock 582

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები კორონავირუსის პანდემიის რისკ ჯგუფში განიხილებიან, რადგან კოვიდ 19-ის ერთ-ერთი გადამტანი საყოფაცხოვრებო ნარჩენებია. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები კი საჭირო ატრიბუტიკით აღჭურვილები არ არიან. 

მათ არ აქვთ არც არც პირბადეები და არც სპეციალური ხელთათმანები. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს მხოლოდ ერთმეტრიანი დისტანციის დაცვის ინსტრუქცია მიეცათ. პირბადეების დარიგება „თბილსერვის ჯგუფში“ „ფორმულას“ გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე დაიწყეს. მერი კი ირწმუნება, რომ მერიაში თითოეული დასაქმებული უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად დაცულია.

საყოფაცხოვრებო ნაგვით დაინფიცირების რისკებზე საუბრობენ სპეციალისტებიც. იმის გამო,რომ ვირუსი ზედაპირებზე დიდხანს ძლებს და ნაგავში უკვე მოხმარებული პირბადეები და სხვადასხვა დაბინძურებული ნივთებიც ხვდება, გარემოსდამცველები, მუნიციპალიტეტს სწრაფი ზომების ამოქმედებსიკენ მოუწოდებენ.

თბილისის მერიაში 4000  თანამშრომელია. სპეციალისტები ვითარებას საგანგაშოდ აფასებენ . მათი ვარაუდით, ერთი დაინფიცირებული თანამშრომლის შემთხვევაც კი ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვს სწრაფად გაზრდის.


close დახურვა