logo
ENG



თბილისის მერიის ფეისბუქ გვერდზე ქართველი მომღერლები ონლაინ კონცერტებს გამართავენ

26 მარ 202015:10
3 წუთის საკითხავი
 
kday217lqj942se.png

დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის! - ამ მოწოდებით  ციფრულ სივრცეში კიდევ ერთი მუსიკალური ციკლი დაიწყო. პროექტის - #უსმინეთბილისს ფარგლებში, სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები თუ მომღერლები, თბილისის მერიის სოციალურ ქსელში ონლაინ კონცერტებს გამართავენ.

პროექტის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ  მიაწოდა. მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები გაითვალისწინონ და დარჩნენ სახლში, რათა მსოფლიო გამოწვევას საქართველო ერთობლივი ძალებით გაუმკლავდეს. 

„დღეს ყველანი დაძაბული ვართ, რთული მდგომარეობაა. ბევრი პროექტი ხორციელდება, ვეხმარებით, ხელს ვუწყობთ ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ოჯახს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ამასთან, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ რთულ ვითარებაში ადამიანებს, ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა და გავახალისოთ, გაგამხნევოთ ქართული სიმღერებით.  მოწოდება - დარჩი სახლში, რა თქმა უნდა, ძალაშია. დარჩით სახლში, ჩვენ ვიწყებთ ძალიან მაგარ პროექტს #უსმინეთბილისს. თქვენ სახლიდან გაუსვლელად გექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინოთ ცნობილ ქართველ მომღერლებს, რომლებიც მუსიკალურ ნომრებს თქვენთვის შეასრულებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


close დახურვა