![ru3w8kh76zrr1e8.jpg](/uploads_script3/news/ru3w8kh76zrr1e8.jpg)
თბილისის მეტროში "საბურთალოს" ხაზზე მოძრაობა განახლდა.
ცოტა ხნის წინ მეტროს „საბურთალოს" ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა. როგორც თბილისის მერიაში „ფორმულას“ განუცხადეს, შეფერხების მიზეზი კვამლი გახდა.
ტექნიკური პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.