logo
ENG



თბილისის საჯარო სკოლების უმრავლესობაში მოზარდების ჯანმრთელობისთვის შეუსაბამო გარემოა

27 თებ 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის დადასტურების გამო სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა, მაგრამ სააღმზრდელო დაწესებულებებმა მკაცრი ინსტრუქცია მიიღეს. ჰიგიენური და სანიტარული ნორმების მკაცრი დაცვა და კონტროლი აუცილებელია, თუმცა საჯარო სკოლებში არსებული პირობები მოზარდების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად, ვირუსის საფრთხეების ფონზე, შეუსაბამოა. მთავარი ინსტრუქციის - ხელის ხშირი დაბანის შესრულებაც რთულია, როცა სკოლების საპირფარეშოებში საპონიც არ არის.  

"ფორმულას" სკოლის მოსწავლეები უყვებიან და იმ დამკვიდრებულ სქემასაც უხსნიან, რომელიც მონიტორინგის მძიმე შედეგებს სკოლების დირექციას აარიდებს. "ფორმულას"  თავად მოსწავლეებმა მიაწოდეს კადრები, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ თბილისის საჯარო სკოლების უმრავლესობაში  მოზარდების ჯანმრთელობისთვის შეუსაბამო გარემოა.

სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელები კი ამტკიცებენ, რომ სკოლებში სანიტარული ნორმები დაცულია. ადასტურებენ რომ მონიტორინგს შესაბამისი უწყებები მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ.

უწყებაში კი  განმარტავენ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და სასწავლო პროცესის შეწყვეტა არ იგეგმება. მიუხედავად ამისა, დასწრება სკოლებშიც და ბაგა-ბაღებშიც უკვე შემცირებულია. 


close დახურვა