logo
ENG



თბილისის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი: მანქანით გადაადგილებისგან თავი შეიკავეთ

01 თებ 202113:20
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/01/j57lvor7a5ho1u3.jpg

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი საზოგადოებას მოუწოდებს, მანქანით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

წილოსანი წერს, რომ ვინაიდან რიგი შეზღუდვები მოიხსნა, ქალაქში საცობებს ელოდებიან.

"დღეს მოიხსნა რიგი შეზღუდვები, შესაბამისად გაიზრდება მობილობა და ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, ველოდებით საცობებს, ამიტომ გთხოვთ მაქსიმალურად თავი შეიკავოთ ავტომობილებით გადაადგილებისგან", - წერს წილოსანი Facebook-ზე.

დღეიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა საქართველოს ყველა დიდ ქალაქში აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ასევე სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები.


close დახურვა