logo
ENG



თბილისის 94-ე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

14 ოქტ 202017:37
3 წუთის საკითხავი
 
duk3warr18bgvlf.jpg

თბილისში 94-ე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ფორმულას განათლების სამინისტროში განუცხადეს, სკოლაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და ტარდება დეზინფექცია. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ის სრულად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, სასწავლო პროცესი სკოლებში აღდგა. მანამდე ამ ქალაქებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

29 სექტემბერს, საქართველოს განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება. უწყების განმარტებით, ყველა მასწავლებელი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.


close დახურვა