შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი მოკლეს.
მათივე ცნობით, დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1983 წელს დაბადებული პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.