logo
ENG



თბილისში, კინოსტუდიის ყოფილ შენობაში 2 პირი დაჭრეს, დაკავებულია არასრულწლოვანი

10 დეკ 202012:10
3 წუთის საკითხავი
 
თბილისში, კინოსტუდიის ყოფილ შენობაში 2 პირი დაჭრეს, დაკავებულია არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, კინოსტუდიის ყოფილ შენობაში ორი პირი დაჭრეს.

უწყების ცნობით, მათი დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი, 2004 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ის დანაშაულს აღიარებს. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრხე არ ემუქრება. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა