logo
ENG



თბილისში არასრულწლოვანი ბასრი საგნით სახის არეში დაჭრეს

06 თებ 202611:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/06/z9r5hqem4eb4b7v.png

შს სამინისტროს ცნობით, თბილისში არასრულწლოვანი პირი, 2009 წელს დაბადებული ნ.ლ. ბასრი საგნით სახის არეში დაჭრეს. 

"ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ყაზახეთის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული ს.ს. დავაკავეთ. მან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა 2009 წელს დაბადებულ ნ.ლ.-ს. არასრულწლოვანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა