თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. მომღერალ კოსტა სანიკიძეს დაზიანებები მუცლის არეში აქვს მიყენებული. როგორც ცნობილია, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, ის საკუთარ სახლში დაჭრეს.
მომღერალი მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე რამდენიმე დღის წინ საუბრობდა და გამოძიებას ჩვენებაც მისცა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, მომხდარზე ერთი პირი დააკავეს.