თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღთან სროლა იყო, რის შედეგადაც ერთი მშობელი დაიჭრა. ფაქტზე 1 ადამიანი დააკავეს.
ინციდენტი შუადღის საათებში მოხდა. როგორც ცნობილია, შელაპარაკება ძაღლის გამო დაიწყო.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.