logo
ENG



ბრალდებულებმა დაზარალებულს 270 000 ლარი გამოართვეს და მიითვისეს - დააკავეს 1 პირი

21 ნოე 202612:55
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/21/gf41xn2g24j9tbm.png

თბილისში, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულებმა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული პირის მშობელი მოატყუეს და დაარწმუნეს, თითქოს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით შეძლებდნენ მისი შვილის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლებაში დახმარებას.

აღნიშნული საბაბით, ბრალდებულებმა დაზარალებულს 270 000 ლარი გამოართვეს და მიითვისეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა