logo
ENG



თებერვლიდან თებერვლამდე - შაბათის ფორმულა

25 თებ 202320:37
3 წუთის საკითხავი
 

1937 წელს, საბჭოთა რეპრესიებმა მრავალი მოქალაქე იმსხვერპლა. დახვრეტის, გადასახლების - ფორმალური მიზეზი საბჭოთა რუსეთისთვის ჯაშუშურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა იყო. საქართველოს გასაბჭოებიდან 102 წელი გავიდა, ამ საუკუნის განმავლობაში, ვნახეთ და პირადად შეგვეხო ომები, შიმშილი, სიღარიბე, სახელმწიფოს ნგრევა და შენება. და აი ახლა 2023 წელს, ქვეყანაში იმაზე მეტი მოღალატე გვყავს, ვიდრე მაშინ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლი, დასმენების მექანიზმის დაბრუნებას ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ კანონის ამ ვერსიამ ბევრს გაახსენა საბჭოთა რეპრესიების სისტემა და საქართველოს ისტორიის ყველაზე სისხლიანი ეპოქა, როცა ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი, თითქმის მთლიანად გაანადგურეს. დღეს, 25 თებერვალია, საქართველოს გასაბჭოების დღე, ამიტომ დღეს, სიუჟეტში, ქართველ იუნკრებს, მარო მაყაშვილს და გასაბჭოებას შეწირული რეპრესირებულების ისტორიას გავიხსენებთ. რატომ ვართ ახლა იგივე საფრთხის წინაშე, რომ რუსეთის წითელი არმია უკვე აქ არის და თანამედროვე ორჯონიკიძე, კრემლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვას მალე უპატაკებს.


close დახურვა