![50ssy74jvewwgkt.jpg](/uploads_script/news/thumb_50ssy74jvewwgkt.jpg)
თებერვლიდან ტელეკომპანია „ფორმულაზე“ ახალი სერიალი გავა. სერიალს გამოგონილი ქალაქის სახელი ''თესეა'' ერქმევა. ამის შესახებ სერიალის პროდუსერმა ირაკლი საღინაძემ გადაცემაში „თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან“ ისაუბრა.
სერიალში სიუჟეტი ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრებაზეა, რომელიც ბავშვობის ქალაქში, ბებიასთან მიდის და გადაწყვეტს, რომ ამ პატარა ქალაქის თეატრში დადგას მიუზიკლი ''ვეფხისტყაოსანი''.