logo
ENG



თეგეტა მოტორსის იურისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

10 ივნ 202021:04
3 წუთის საკითხავი
 

„თეგეტა მოტორსის“ დიდი დიღმის ფილიალში იურისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. „ფორმულა“ ინფორმაციით, იურისტთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში არიან გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ იურისტთან კომპანიის დირექტორსაც ჰქონდა შეხება.

როგორც თეგეტა მოტორსის კომპანიის წარმომადგენელი თორნიკე გურული „ფორმულასთან“ საუბარში განმარტავს, კოვიდ 19-ით ინფიცირებული თანამშრომელი საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება. ის სამსახურში ბოლო 1 კვირის განმავლობაში არ გამოცხადებულა.

მისივე განცხადებით, თეგეტა მოტორსის ოფისში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე 5-ჯერ ჩატარდა.


close დახურვა