თევზმჭერი სეინერი ჩაიძირა ქობულეთში, ზღვის აკვატორიაში. სეინერი ფოთის ნავმისადგომიდან ღია ზღვაში იყო გასული.
არსებული ინფორმაციით, სეინერი ამორტიზებული იყო, მის წინა კორპუსს პრობლემები ჰქონდა, რაც ჩაძირვის მიზეზი გახდა. გემი ქაფშიით იყო დატვირთული. მეზღავაურები მათთან ახლოს მდებარე მეორე თევზმჭერი გემის ეკიპაჟმა გადაარჩინა.