თბილისის ზღვის ჰოსპიტალში თეთრიწყაროს კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ჰოსპიტლის დირექტორი, კახა ბეროზაშვილი აცხადებს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„კლინიკაში ამ ეტაპზე არის 54 პაციენტი - კვლევა ჩაუტარდა 38-ს, დადებითია 1. ეს პაციენტი არის თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელი - ჰქონდა ცხელება, არ აქვს ჩივილები. გადმოყვანილია ბინიდან. ავიღებთ დაახლოებით 30 პაციენტის სინჯებს და საღამოს გვეცოდინება პასუხები", - განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის 456 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული - აქედან 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.