თეთრიწყაროში მესამე დღეა ახალგაზრდა ქალს ეძებენ. როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისატროში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
ახალგაზრდა ქალი სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მისი ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია.