logo
ENG



თეთრი სახლი: ბაიდენს არ მოუთხოვია რუსეთში რეჟიმის ცვლილება

27 მარ 202202:58
3 წუთის საკითხავი
 
თეთრი სახლი: ბაიდენს არ მოუთხოვია რუსეთში რეჟიმის ცვლილება
(Brendan Smialowski/AFP/Getty Images)

თეთრი სახლი აშშ-ის პრეიდენტის ჯო ბაიდენის ვარშავაში სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და განმარტავს, რომ პრეზიდენტს რუსეთში რეჟიმის ცვლილება არ მოუთხოვია. 

"პრეზიდენტის აზრით, არ შეიძლება პუტინს მიეცეს უფლება ძალაუფლება განახორციელოს მეზობლებსა და რეგიონზე. მას არ განუხილავს პუტინის ძალაუფლება რუსეთში ან რეჟიმის შეცვლა", - ამბობენ თეთრ სახლში. 

დღეს, ვარშავაში სიტყვით გამოსვლის დროს ბაიდენმა პუტინისგან მომდინარე აგრესიასა და საფრთხეებზე ისაუბრა და თქვა: "ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში". 


close დახურვა