logo
ENG



თეთრი სახლი გმობს რუსეთის მიერ ჩერნობილის სადგურის პერსონალის მძევლად აყვანას

25 თებ 202206:08
3 წუთის საკითხავი
 
თეთრი სახლი გმობს რუსეთის მიერ ჩერნობილის სადგურის პერსონალის მძევლად აყვანას
REUTERS/Gleb Garanich/File Photo

თეთრი სახლი გმობს რუსეთის ძალების მიერ ჩერნობილის ელექტროსადგურის პერსონალის მძევლად აყვანას. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ბრიფინგზე განაცხადა. 

"ჩვენ აღშფოთებულები ვართ მიღებული სანდო ცნობებით, რომ რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის სადგურის პერსონალი მძევლად აიყვანა.
ამ უკანონო და საშიშმა ქმედებამ შეიძლება, შეაფერხოს ბირთვული ნარცენების დაცვა, რაც წაც წარმოუდგენლად შემაშფოთებელი და საგანგაშოა. ჩვენ ვგმობთ ამას და მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას", - უთხრა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ რუსებმა დაიკავეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური.

"სასტიკი ბრძოლის შემდეგ ჩვენ კონტროლი დავკარგეთ ჩერნობილის ზონაზე. ბირთვული ნარჩენების შესანახი ობიექტების მდგომარეობა ჩვენთვის უცნობია. შეუძლებელია იმის თქმა, რომ ჩერნობილი უსაფრთხოდაა. ეს არის ყველაზე სერიოზული საფრთხე ევროპისთვის", - თქვა მიხაილო პოდოლიაკმა.

მას შემდეგ, რაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა დაიკავეს, ადგილზე რადიაციის დონემ მოიმატა. 

რუსული ჯარები ბელარუსიდან ჩერნობილში ცოტა ხნის წინ შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ოკუპანტები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავებას ცდილობდნენ, რაც, მისი თქმით, მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა