logo
ENG



თელავში 28 წლის ქალი მოკლეს

22 იან 202109:08
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კირისხევში 1972 წელს დაბადებულმა პირმა, ურთიერშელაპარაკების შემდეგ, 1984 წელს დაბადებული კაცი და 1992 წელს დაბადებული ქალი დაჭრა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა, კაცი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, ის დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 


close დახურვა