თელავში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც ცნობილია, ბავშვმა გზაზე გადაირბინა, მანქანის მძღოლმა კი დამუხრუჭება ვერ შეძლო.
კლინიკის დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ცნობით, მცირეწლოვანს მოტეხილობები არ აღენიშნება. მას დამატებითი კომპიუტერული კვლევები უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
