ის [ილია მეორე] რუსეთში განსწავლულია და რა თქმა უნდა, კავშირები აქვს ბევრი. ვფიქრობ, არსებობს სიახლოვე და მეგობრობა რუსულ და ქართულ ეკლესიებს შორის და ვფიქრობ პატრიარქი ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო ადამიანი, ვისაც მოლაპარაკება შეუძლია. რთულია დაადგინო გავლენები თუ ზოგიერთი საკითხის მიმართ, ქართულ ეკლესიაში უკვე არსებობდა გარკვეული პრობლემური მიდგომები. მაგალითად, არ ვფიქრობ, რომ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში ჰომოფობია რუსებმა შექმნეს. მაგრამ რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ თანამოსაყდრე შიოს საკანონმდებლო წინადადების მთელი იდეა იდეალურად ერგება პუტინისა და რუსეთის მთავრობის მიდგომებს. ეს ნამდვილად არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხი. ეს არ უნდა იყოს კარგი „ქართული ოცნებისთვის“, საქართველოს მთავრობისთვის.
თეოლოგი პოლ კრეგო: მეუფე შიოს საკანონმდებლო წინადადება პუტინის მიდგომებს იდეალურად ერგება
10 იან 202212:23
3 წუთის საკითხავი