თეოლოგი გოჩა ბარნოვი აცხადებს, რომ საპატრიარქოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამო, ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაემუქრნენ.
ბარნოვმა სამართალდამცველებს განცხადებით უკვე მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.
„სამშაბათს, მქონდა ინტერვიუ მუხიანში, ჩემს სახლთან ახლოს. ინტერვიუს დასასრულის დროს, ჩემთან მოვიდა ვიღაც უცნობი პიროვნება, სავარაუდოდ ნასვამი და დამიწყო საუბარი იმაზე, თუ რა უფლებით ვაძლევ ინტერვიუს და რომ ეს ინტერვიუები აღარ უნდა მივცე, რატომ ვაკრიტიკებ საპატრიარქოს. მე მას ვკითხე თუ ვინ იყო, რის შემდეგაც დამარტყა“, - განაცხადა გოჩა ბარნოვმა.