logo
ENG



თვალჭრელიძეზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, პოლიციამ კიდევ 2 ადამიანი დააკავა

24 ივლ 202520:09
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც დღეს დილიდან მოსახლეობის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, პოლიციამ კიდევ 2ადამიანი დააკავა.

არსებული ცნობებით, ერთ-ერთი მოქალაქე საცხოვრებელში შესვლას და კუთვნილი ნივთების გამოტანას ითხოვდა.

მანამდე პოლიციელებმა 4 ადამიანი დააკავეს.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ოთხივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

ამ დროისთვის, ადგილზე სიტუაცია დაძაბულია.

აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ შენობა-ნაგებოები ამორტიზებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.


close დახურვა