logo
ENG



თვალჭრელიძის ქუჩაზე შსს-მ დღეს 17 ადამიანი დააკავა

24 ივლ 202523:10
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/24/jt47gmcl99v3nje.png

დღეს თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში საცხოვრებლიდან ადამიანების ძალადობრივად გამოსახლება ხდებოდა, შსს-მ ჯამში 17 ადამიანი დააკავა.

ინფორმაციას ამის შესახებ უწყებაში ადასტურებენ.

მათივე ცნობით, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე არიან დაკავებულები.

დაკავებულთა შორის არიან აღნიშნულ საცხოვრებელში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები.

 


close დახურვა