logo
ENG



თვითიზოლაციაში მყოფი 2 ადვოკატი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა

12 მარ 202008:20
3 წუთის საკითხავი
 

თვითიზოლაციაში მყოფი ორი ადვოკატი ზუგდიდში სასამართლო პროცესზე გამოცხადდა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ადვოკატები ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პროცესის გადადების თაობაზე შუამდგომლობის წარსადგენად მივიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს თანამშრომლებმა მათ შენობის დატოვება სთხოვეს, უფლებადამცველებმა თხოვნა არ გაითვალისწინეს.

სასამართლომ შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა შესაბამის სამსახურებს. შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.


close დახურვა