მოსკოვის შემდეგ სავალდებულო თვითიზოლაციის რეჟიმი რუსეთის კიდევ 24 რეგიონში ამოქმედდა. მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დატოვება სანქტ-პეტერბურგშიც აეკრძალა. ქუჩაში გამოსვლა რეგიონების მცხოვრებლებს მხოლოდ განსაკუთრებული მიზეზის არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ. მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღება, პროდუქტებისა და მედიკამენტების შეძენაა.
სამსახურში წასვლის საჭიროების შემთხვევაში კი მოქალაქეებმა პოლიციას სპეციალური საშვი უნდა წარუდგინოს. ამ დროის მონაცემებით რუსეთი კოვიდ 19-ით ინფიცირების მხოლოდ 1,836 შემთხვევას ადასტურებს. გარდაცვლილია 10 ადამიანი.