პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში იძულების წესით კიდევ 10 ადამიანი გადაიყვანა. სამართალდამცველებმა დამრღვევები იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში გამოავლინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ რეგულაციებს.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის წესების თანახმად, თვითიზოლაციის დამრღვევ პირებზე ფინანსური სანქციები გავრცელდება, განმეორებით შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება. ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 190 ადამიანია გადაყვანილი.