logo
ENG



თვითმხილველი ვარკეთილის სპეცოპერაციაზე:ბავშვების შესაშინებლად გაისროლა, არაადეკვატურია

05 ივნ 202014:13
3 წუთის საკითხავი
clock 1630

ვარკეთილში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ამ დრომდე მამაკაცი ჩაკეტილია სახლში და მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც „ფორმულას“ ერთ-ერთი თვითმხილველი უყვება, პიროვნება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არაადეკვატურია. მისი თქმით, მამაკაცს ფსიქოლოგიური დახმარება ესაჭიროება. 

„დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა ცეცხლის გასროლა და ბევრჯერ მოხდა მერე გასროლა. აქ თვითმხილველებიც არიან, მათაც გაიგონეს სროლის ხმა. უმისამართო გასროლას ვერ დავარქმევ ამას - თავისი ბავშვების შეშინების მიზნით იატაკზე გაისროლა და ჰაერში. მას ვინმეს მოკვდინების და ან დაშავების სურვილი არ აქვს, შესაბამისად, საჭიროა მოხდეს პროფესიონალი სამართალდამცველების მიერ მოხდეს მასთან ფსიქოლოგიური კონტაქტის დამყარება. სულაც არ არის საჭირო არც სპეცრაზმი და არც ეს ჯავშანმანქანა. ეს პირიქით, ამ ადამიანს გააღიზიანებს. ამ პოლიციის შენობაში არიან თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ იცნობენ ამ ადამიანს და შეუძლია, რომელიმეს მივიდეს და ძალიან ლამაზად გმაოიყვანოს ეს ადამიანი ისე, რომ არ მოხვდეს მისი მოკვდინება ან მის მიერ ვინმეს დაშავება. ეს ადამიანი სიფხიზლეში არის ძალიან კარგი პიროვნება როგორც თვითმხილველები არიან, კარგი ოჯახის მეთაურია.

"თუმცა, ალკოჰოლის ქვეშ არის არაადეკვატური. რის გამოც, საჭიროა ის დაკავდეს, მოთავსდეს პენიტენციურ დაწესებულებაში და გაიაროს კურსი. ქალიშვილს ვესაუბრე და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, ზომებია მისაღები მათი სიცოცხლის დასაცავად. აქამდეც ყოფილა მსგავსი სიტუაცია, ერთხელ გამოიწერა შემაკავებელი ოქმი, მაგრამ შემდეგ დამშვიდდა. მას არავითარი მოთხოვნა არ აქვს, არაადეკვატურია. ის არის მონადირე და აქვს რეგისტრირებული, როგორც ქალიშვილი ამბობს. სავარაუდოდ, გასროლა სანადირო თოფით მოხდა“, - აცხადებს თვითმხილველი.

ვარკეთილში შუამთის ქუჩაზე სპეცრაზმი და პოლიციაა მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა კაცია ჩაკეტილი. 

კაცს თან აქვს იარაღი, საიდანაც მან რამდენჯერმე გაისროლა. 

close დახურვა